მინდობილობა ავტომობილის ან მოტოციკლის პორტიდან გამოსაყვანად

მინდობილობა სატრანსპორტო საშუალების განბაჟებისა და გამოტანისთვის
მინდობილობა დაუკანონებელი სატრანსპორტო საშუალების გამოტანისთვის მფლობელის გარეშე.

თუ გჭირდებათ ფოთის ან სხვა პორტიდან მანქანის გამოყვანა და მოგვიანებით თბილისში ან სხვა ქალაქში ჩამოყვანა, ამის გაკეთება შესაძლებელია მინდობილობით ქალაქიდან გაუსვლელად. თუ ქალაქში არ იმყოფებით ან საზღვარგარეთ ხართ ამის გაკეთება ასევე შესაძლებელია დისტანციურად მხოლოდ მობილურის გამოყენებითაცაა შესაძლებელი, ონლაინ მინდობილობით.

მინდობილობა ავტომობილის პორტიდან გამოსაყვანად უფლებას მისცემს კომპანიას ან პირს:

  • გაატაროს საბაჟო პროცედურები ავტომობილის გამოსაყვანად,
  • გახსნას კონტეინერი,
  • გამოიტანოს ავტომობილი პორტიდან,
  • ჩამოიყვანოს ავტომობილი თქვენთვის სასურველ მისამართზე მისამართზე თბილისში ან სხვა ნებისმიერ ქალაქსა თუ სოფელში.

ეს სერვისი იდეალურია მათთვის:

  • ვინც ცხოვრობენ საზღვარგარეთ ან საქართველოში სხვა რეგიონებში
  • ვინც ყიდულობს ავტომობილებს საერთაშორისო აუქციონებიდან(Copart, IAAI Manheim და სხვა)
  • ვისაც რამდენიმე მანქანა ერთდროულად ჩამოყავთ
  • ვისაც არ სურს საბაჟოზე ლოდინში დროის დაკარგვა

მოთხოვნილი დოკუმენტები მინდობილობისთვის:

  1. მინდობილობის გამცემი პირის — პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა ან პასპორტი (პირადობას არ უნდა ქონდეს ვადა გასული, ასევე პირადობის ფოტოში გამოსახული პიროვნება უნდა გავდეს იმ პირს პირადობა ვისიცაა)
  2. დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ავტომობილის საკუთრებას (მაგალითად, ყიდვის ხელშეკრულება, ან კონტრაქტი კომპანიასთან რომელსაც ჩამოყავს თქვენი ავტომობილი ან და ინვოისი)
  3. მინდობილობის მიმღების —(პირი ან კომპანია, რომელიც ავტომობილს გამოიტანს) — სახელი, გვარი და პირადი ნომერი ან კომპანიის შემთხვევაში კომპანიის სახელი და ნომერი
  4. მინდობილობის მიმღები პირის ფიზიკური დასწრება ნოტარიუსთან საჭირო არაა

მოქმედების ვადა

მინდობილობა შეიძლება გაიცეს ნებისმიერ ვადით — ერთ დღით, ერთ კვირით, ერთი წლით ან განუსაზღვრელი ვადით. თუმცა რეკომენდებულია მოკლე ვადის გამოყენება, რადგან ავტომობილის გამოტანის პროცესი, როგორც წესი, რამდენიმე დღეში სრულდება. გრძელვადიანი მინდობილობის გაცემა მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში არის რეკომენდებული.

ხელშეკრულების ღირებულება: 25 ლარი

რეგისტრაცია