მემკვიდრეობის გაცემა პირის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში
ხელშეკრულებისთვის საჭირო დოკუმენტები:
- გარდაცვალების მოწმობა - გაიცემა იუსტიციის სახლში
- ნათესაობის დამდგენი დოკუმენტი: ( მაგ, მამკვიდრებლის ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა სადაც მშობლებია მითითებული - გაიცემა იუსტიციის სახლში
- საინფორმაციო ბარათი (რომელიც ადასტურებს მამკვიდრებელის საქართველოში არსებულ ქონებას) - გაიცემა იუსტიციის სახლში
- ცნობა ანდერძის არსებობის ან არარსებობის შესახებ - გაიცემა იუსტიციის სახლში
პირის გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ ნოტარიუსი გასცემს სამკვიდრო მოწმობას, რომლისგამოყენებითაც შესაძლებელია მამკვიდრებლის ქონების გადაფორმება
ხელშეკრულების ღირებულება: დამოკიდებულია ქონების ღირებულებაზე
ხელშეკრულების ღირებულება: დამოკიდებულია ქონების ღირებულებაზე
№ | როცა გარიგების ღირებულებაა | საზღაურის ოდენობა ლარებით არის გარიგების ღირებულების |
---|---|---|
1 | 500 ლარის ჩათვლით | 3% |
2 | 501 ლარიდან 1000 ლარის ჩათვლით | 15 ლარი + 500 ლარის ზევით თანხის 2,5% |
3 | 1001 ლარიდან 2000 ლარის ჩათვლით | 27,5 ლარი + 1000 ლარის ზევით თანხის 1,5% |
4 | 2001 ლარიდან 3000 ლარის ჩათვლით | 42,5 ლარი + 2000 ლარის ზევით თანხის 1% |
5 | 3001 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით | 52,5 ლარი + 3000 ლარის ზევით თანხის 0,5% |
6 | 5001 ლარიდან 20000 ლარის ჩათვლით | 62,5 ლარი + 5000 ლარის ზევით თანხის 0,4% |
7 | 20001 ლარიდან 100000 ლარის ჩათვლით | 122,5 ლარი + 20000 ლარის ზევით თანხის 0,3% |
8 | 100001 ლარიდან 500000 ლარის ჩათვლით | 362,5 ლარი + 100000 ლარის ზევით თანხის 0,2% |
9 | 500001 ლარიდან 1000000 ლარის ჩათვლით | 1162,5 ლარი + 500000 ლარის ზევით თანხის 0,1% |
10 | 1000000 ლარის ზევით | 1662,5 ლარი + 1000000 ლარის ზევით თანხის 0,05% |
რეგისტრაცია